თელავში 103 ოჯახს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა. საუბარია ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ბინების საკუთრებაში გადაცემის მიუხედავად სოციალური შემწეობა არ შეუწყდებათ.
გადაწყვეტილება მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს და საცხოვრებელი ფართის დაკანონება მიულოცეს.