რეგიონებში ქვეყნის ისტორიული თარიღის აღნიშვნისთვის სამზადისია. თელავში სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟდა დეკორაციები და ეწყობა სხვადასხვა ტიპის სივრცეები. ორგანიზატორების განცხადებით, ხვალინდელი საზეიმო ღონისძიების პროგრამა ყველა ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც იქნება გათვლილი.