ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისი წუხელ შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო. მათი ინფორმაციით, ისრაელში ვითარება კონტროლის ქვეშ არის და ქალაქებში ამ დროისთვის სიმშვიდეა.