თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით, ტურისტების კი 27.1%-ით გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2018 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან.
პოზიტიური ტენდენცია არის შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მხრივ.