27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. დღევანდელი თარიღი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, ქართული თეატრის ღვაწლმოსილ ქალბატონებს მიულოცა. მადლობის სიგელები გადაეცათ თამარ სხირტლაძეს და ქეთევან კიკნაძეს, ოპერის კოსტიუმერს, დოდო ბანძელაძეს, რუსთაველის თეატრის სალაროს თანამშრომელს, ადა შიხაშვილს. ეს ადამიანები ათეულობით წლებია ქართულ თეატრს ემსახურებიან.