კულტურის სამინისტრომ მის მმართველობაში მყოფ 11 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადასცა. ისინი დაწესებულებებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გაფორმდა. აღინიშნა, რომ კულტურის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო.