თეატრები აჭარის ტელევიზიის პროექტ „ტელესპექტაკლის“ დახურვას აპროტესტებენ
დასავლეთ საქართველოში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და მსახიობები აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტს და სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ისინი პროექტ ,,ტელესპექტაკლის” აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, რეგიონული თეატრებისთვის ეს გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდა.
გადაცემას ნერონ აბულაძე ამზადებდა და ის აჭარის ტელევიზიის ეთერში სამი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ გადიოდა.
აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი საკუთარ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.