ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 155-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გახსნა. დასმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „ანა ფრანკის დღიური“ წარადგინა, რომლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა. სპექტაკლი ზუგდიდისა და დმანისის თეატრების ერთობლივი კოლაბორაციაა და მასში მონაწილეობას ორივე დასის მსახიობები იღებენ.