სიახლე თეატრალურ სივრცეში.
ახალგაზრდა არტისტების მხარდასაჭერად და წასახალისებლად ახალი თეატრალური პრემია დაწესდა. პრემია „თავისუფალის“ პირველ კონკურსზე 20 თანამედროვე სპექტაკლია წარდგენილი. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან.
ესენია საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო მსახიობი და სცენოგრაფია. პრემიის მისაღებად ათენის ქართული თეატრიც იბრძოლებს. გამარჯვებულებს ჟიური 18 დეკემბერს კლუბ „ანდერვილში“ გამოავლენს.