რუსთავის თეატრში კომედიის X თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი ფესტივალს 11-24 ნოემბერს ჩათვლით უმასპინძლებს. გახსნის ღონისძიებაზე მაყურებელმა ნახა ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი „სიყვარულის აგონია“, რომლის რეჟისორი კოტე აბაშიძეა. თეატრის დიდ სცენაზე საფესტივალო პროგრამა მოიცავს 11 თეატრის წარმოდგენებს. აღსანიშნავია, რომ წელს დაწესდა მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია, რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემა.