„თეატრალური იმერეთი – 2024“ საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი „ჰელვერის ღამე“. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს, ასევე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მოლდოვისა და ლიეტუას თეატრები. „თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში 26 ივნისამდე 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი და მათზე დასწრება უფასო იქნება. საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა.