თეატრის გამოჩენილ ქართველ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალურ თეატრ „გლობუსს“ მისი დამფუძნებლის სახელი ოფიციალურად მიენიჭა. თეატრი „გლობუსი“ სანდრო მრევლიშვილის ინიციატივითა და პროექტის მიხედვით 2004 წელს აშენდა, რეჟისორი კი მას 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2014 წელს ის კვლავ დაინიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მას სიცოცხლის ბოლომდე ედგა სათავეში. მის სახელს უკავშირდება 1973 წელს ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის „მეტეხის თეატრის“ დაარსება. სანდრო მრევლიშვილს 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.