ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვის ძიუდოისტებს მადლობა გადაუხადა და სამშობლოში გამოაცილა საქართველოს კულტურის მინისტრმა.
თეა წულუკიანი სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და ექიმებს პარიზში, ოლიმპიურ სოფელში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც. მინისტრმა ასევე წარმატებები უსურვა იმ ქართველ ოლიმპიელებსაც, რომლებიც პარიზში ასპარეზობას განაგრძობენ.