ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის გავრცელების მიღმა პოლიტიკურ მიზნებს ხედავს საქართველოს კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანის შეფასებით, ამ ჩანაწერის გავრცელება არის მცდელობა გაგრძელდეს ნეგატიურ პროცესებში მთავრობის დადანაშაულება.