მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე ისაუბრა თბილსის მერმა.
ტაქსის მომსახურების გადახდა, მობილური ტელეფონის საშუალებით – QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც „ა კატეგორიის“ ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემათ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში, ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა შედგა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.