„თბილსერვისის“ პროფესიული დღე

„თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი. კახა კალაძემ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, მათ შორის შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს. თბილისის მერის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამსახურს სხვადასხვა ტიპისა და წარმოების 104 ახალი სპეცმანქანა შეემატა, აქედან 23 ერთეული მიმდინარე წელს იქნა შემოყვანილი.