„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დაჯილდოება

„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელი დაჯილდოვდა. მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები კომპანიაში დასაქმებულებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ გადასცა. მანვე ახალი სპეცტექნიკაც დაათვალიერა. კომპანიის ავტოპარკს კიდევ 11 ერთეული სპეცმანქანა შეემატა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება.