„თბილისური ავანგარდი 1914-1937“

„თბილისური ავანგარდი 1914-1937“, – ასე ჰქვია დათო პაპავას არტ-პერფორმანსს, რომელიც ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გათამაშდება.

წარმოდგენა მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული ავანგარდისტული მოძრაობის შესახებ გვიამბობს, მსახიობები ვიზუალიზაციისა და სასცენო ტექნიკის საშუალებით, 100 წლის წინანდელ თბილისს, დიდი ქართველი ხელოვანების ნამუშევრებზე დაყრდნობით გააცოცხლებენ.