თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თარხნიშვილის 9 ნომერში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მას საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მიაყენეს.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მეზობლების ინფორმაციით, მათ სროლის ხმა არ გაუგიათ, თუმცა ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. მომხდარის დეტალებს უკვე სწავლობს გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.