თბილისში თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება.
პროექტი დაწყებიდან ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დაზიანების სიმრავლისა და ხარისხიდან გამომდინარე, ვადები გახანგრძლივდა. განცხადება ამის შესახებ დღეს კახა კალაძემ გააკეთა. სამუშაოები თავდაპირველად პანდუსის ავარიულობის გამო დაიწყო. ასევე, დაზიანებულია ხიდის ბურჯი და საყრდენი, ამორტიზებულია კოჭები.
პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარია.