თბილისში სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ

აქცია გაიმართა თბილისშიც. სომხეთის საელჩოსთან, მოქალაქეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ. აქციაზე ამ ფორმით სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი სომეხ ხალხს სოლიდარობის უცხადებდნენ და ძალადობის წინააღმდეგი არიან.

აქციის მონაწილეები ერევანში დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვდნენ.