„დიფერენცირებული ინტეგრაცია ევროკავშირში: შიდა და გარე ფაქტორები“, – ამ თემაზე გაიმართა დღეს კონფერენცია თბილისში, რომლის ორგანიზატორი იტალიის საერთაშორისო საკითხების ინსტიტუტია.
საუბარი ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებს შეეხო და იმას თუ რა გავლენა იქონიებს ის სხვა ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე.
ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა, რომ რეფორმების კურსი, რომელიც მთავრობას აქვს აღებული, გაგრძელდეს და შენარჩუნდეს.