თბილისში რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. ღონისძიება 3 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნა, სადაც ნინო ჟვანიას ფილმის „აღლუმის“ ჩვენებაც შედგა.
ფესტივალი 9 დეკემბერს დასრულდება და გამარჯვებულები საერთაშორისო კონკურსსა და ქართულ პანორამაში გამოვლინდებიან. ჯილდოებს მათ, ევროკავშირი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და პირველი არხის პროექტი „ილუზიონი“ გადასცემს.