ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი ამოიღეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.