თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა.
ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გაეცნო. მისი განცხადებით, თითოეული ნარჩენი, რომელიც აღნიშნულ სტენდში მოხვდება, მეორად პროდუქტად გადამუშავდება.
ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უკვე 13 ადგილზე განთავსდა.