ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას აკრიტიკებს საქართველოში ისრაელის ელჩი.
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა დღეს კერიმ ხანს ჰოლოკოსტიც კი შეახსენა. ელჩი ქვეყნებს პროკურორის განცხადების უარყოფისკენ მოუწოდებს. ჰადას მეიცადმა საკუთარი პოზიცია ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. ისრაელმა დამოუკიდებლობა 76 წლის წინ გამოაცხადა. ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო ღონისძიებამ მოკრძალებულად ჩაიარა. გამოსვლებშიც ის რეალობა იყო აქცენტირებული, რომელიც ისრაელში 7 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა.
მარიკა შალიკაშვილი ესწრებოდა დამოუკიდებლობის 76 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.