თბილისში ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან ერთად გაეცნო. ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მუზეუმში პირველ ეტაპზე გამაგრებითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა-კეთილმოწყობა, ასევე შენობის სამივე სართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გახდება.

სამუშაოებისთვის, საერთო ჯამში, 3 მილიონამდე დაიხარჯება.  შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წელს დაიწყო და მისი დასრულება წელს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისთვის იგეგმება.