თბილისში დაგეგმილ შეკრებას აჭარიდან ჩამოსული მოქალაქეებიც დაესწრებიან
თბილისში დაგეგმილ შეკრებას აჭარიდან ჩამოსული მოქალაქეებიც დაესწრებიან. ისინი ქალაქის რამდენიმე უბანში შეიკრიბნენ და თბილისისკენ წამოვიდნენ. „ქართული ოცნების” ოფისთან, რომელიც მოქალაქეების შეკრების ერთ-ერთი ლოკაცია იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და მიკროავტობუსები პლაკატებით გააცილეს.