თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წაქცეული ხე პარკირებულ ავტომობილებს დაეცა და ხუთი მანქანა მნიშვნელოვნად დააზიანა. ავტომობილები ამავე ტერიტორიაზე მდებარე მე-4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით.
ხის წაქცევის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.
ადგილზე იმყოფებოდა მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები.