თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება. აღნიშნული „თავისუფლების მოედანს“ თაბორის ქედთან დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. ისინი ადგილზე გაეცნენ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გააცნო.