თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. უკვე მეორე დღეა დედაქალაქში, სხვადასხვა უბანში სპეციალურად მოწყობილია სივრცეები, იმართება კონცერტები, გამოფენები და პერფორმანსები. ორბელიანის მოედანზე, ისევე როგორც ლეღვთახევში, მოწყობილია ძველი თბილისური უბანი.