„თბილისობა 2023“ - გასართობი ღონისძიებები ძირითადად სამ ლოკაციაზეა მოწყობილი

დღეს „თბილისობაა“ – გასართობი ღონისძიებები ძირითადად სამ ლოკაციაზეა მოწყობილი. სტუმრებს აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში ელოდებიან. სახალხო ზეიმისთვის მოწყობილი სივრცეები მრავალფეროვანი პროგრამით არის დატვირთული – გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, ღვინის დეგუსტაცია, მასტერკლასები და, რა თქმა უნდა, სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის. დღის ბოლოს კი ტრადიციულად საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კესო ქაფიანიძე და დეტალები სადღესასწაულო პროგრამის შესახებ.