თბილისის ზღვაზე 25 სტუდენტი საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებს გაეცნო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და იატა საქართველოს ორგანიზებით, თბილისის ზღვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბაზაზე პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული 25 სტუდენტი საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებს გაეცნო. სტუდენტებს პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ჩატარდა ვარჯიში.
მონაწილეებმა ჰიდრავლიკური და მექანიკური სამაშველო მოწყობილობები დაათვალიერეს და მათი პრაქტიკაში გამოყენების წესებს გაეცნენ.
თეორიული და პრაქტიკული სწავლება სტუდენტებს მეხანძრე-მაშველებმა ჩაუტარეს.