17 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო დონის ხელოვანების შეკრების ადგილი იქნება. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მეთექვსმეტედ იმართება. წელს ღონისძიება განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება. საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, აუდიტორია ოთხ სპექტაკლს იხილავს, ქართულ პროგრამაში კი 20-ზე მეტი სპექტაკლის ჩვენება გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად, დაგეგმილია გამოფენები და სხვადასხვა აქტივობები.