22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე თბილისი მსოფლიო თეატრალური საზოგადოების შეკრების ადგილი კიდევ ერთხელ გახდება. საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს წელს მეთხუთმეტედ უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში თბილისს არაერთი უცხოური თეატრის დასი ეწვევა და ქართველ მაყურებელს საკუთარ დადგმებს შესთავაზებს. პარალელურად, დაგეგმილია 46 ქართული სპექტაკლის ჩვენება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ვორქშოფები და დისკუსიები.