პანდემიის გამო რამდენჯერმე გადადებული კონცერტი 7 დეკემბერს გაიმართება.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი თურქეთში გასამგზავრებლად ემზადება. სტამბოლისთვის შერჩეული პროგრამა მრავალფეროვანია, კლასიკური მუსიკის საღამოში ორკესტრთან ერთად ცნობილი თურქი მუსიკოსიც მონაწილეობს.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი სტამბოლში დვორჟაკის და მოცარტის ნაწარმოებებს შეასრულებს. პარალელურად, დაწყებულია მზადება ახალი წლის ღონისძიებისთვისაც. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ქართველ მსმენელს ტრადიციულ საახალწლო პროგრამას წარუდგენს.