თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში “გირჩის” ლიდერის, პროცესი მიმდინარეობს. ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. შსს “გირჩის” ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
საქმეს მოსამართლე ნინო ჭალიძე განიხილავს. ზურაბ ჯაფარიძე პროცესზე ამ მოსამართლის აცილებას ითხოვდა. სწორედ ჭალიძემ 3 მაისს გამართულ პროცესზე “გირჩის” ორ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს კი 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე არ დააკმაყოფილა.