კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება დედაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.
ოპოზიცია აპროტესტებს ახალი აიპის შექმნას, რომელმაც თბილისში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმა და შემდეგ მართვა უნდა განახორციელოს.
დღევანდელ სხდომაზე ასევე კენჭი ეყარა საკრებულოს დაკავებული წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. თემურ გორგაძეს საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ედავება.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ანა ბროლაძე აშუქებს.