თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101 წლის გახდა. წლევანდელი იუბილე საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა, რომლის მიზანიც დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წინა პლანზე წამოწევა და მათთვის ახალი, თანამედროვე ფუნქციის მინიჭებაა. დღევანდელ კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად სპეციალური მოწვევით იტალიელი სპეციალისტები იმყოფებიან.

ღონისძიებას იტალიის ელჩი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და თავად სტუდენტებიც დაესწრნენ. იუბილეს აღსანიშნავად დღის განმავლობაში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართება დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის ფოტოგამოფენა თბილისზე. საღამო კი წიგნის პრეზენტაციითა და საზეიმო კონცერტით დასრულდება.