მსოფლიოს ცნობილი თეატრების მსახიობები და რეჟისორები თბილისს სტუმრობენ.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ სპექტაკლებს სამი თეატრი უმასპინძლებს. მათ შორის არის რუსთაველის თეატრი, სადაც დღეს ბულგარეთის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი შექსპირის უკანასკნელი პიესის მიხედვით ცნობილი ამერიკელი რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს.
რობერტ უილსონის სპექტაკლის ჩვენება ხვალაც გაიმართება, შემდეგ კი რეჟისორი საკუთარ შემოქმედებაზე სასაუბროდ აუდიტორიას შეხვდება. ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო 24 სექტემბრიდან ქართული სპექტაკლების ჩვენებებია დაგეგმილი.