თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალი საქართველოში მეორედ ტარდება, მასში როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ხელოვანები მონაწილეობენ. წარდგენილი იქნება ექვსი სპექტაკლი გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და საბერძნეთიდან. დაიდგმება ოთხი სპექტაკლი ქართული პროგრამებისთვის. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, საჯარო ლექციები და კონფერენციები. ჯილდოები გაიცემა კატეგორიებში – საუკეთესო სტუდენტი რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, საუკეთესო სცენოგრაფია და გუნდის რჩეული. ღონისძიების მიზანია სტუდენტების მიერ შექმნილი თეატრალური ნაშრომების საერთაშორისო პლატფორმაზე გატანა.
ფესტივალი 9 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით იმართება.