თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. კინოთეატრ „ამირანში“ სცენარისტისა და რეჟისორის, გიორგი ცხვედიანის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. სურათი სახელწოდებით – „ხელოვანი თუ ხელოსანი “, 37 წლის გიორგი ფხალაძის შეახებ მოგვითხრობს. ის გიტარისტია და თავადვე ამზადებს სხვადასხვა სახის მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ფილმი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებითაა შექმნილი.