თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი

თბილისი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება.

ხვალიდან კინოთეატრ „ამირანში“ მისული მაყურებელი საქართველოსა და 46 ქვეყანაში შექმნილ მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ნამუშევრებს ნახავს. პანდემიის გამო ავტორები ფესტივალზე დასწრებას ვერ ახერხებენ. ქართველი და უცხოელი ავტორების ფილმებს ჟიური შეაფასებს.

წელს თბილისის ანიმაციური ფესტივალი მაყურებელს დახურულ სივრცეში კინოთეატრ „ამირანში“ უმასპინძლებს. 190 საკონკურსო ფილმს შორის ძირითადად სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ჩვენებების პარალელურად ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა რეჟისორების მასტერკლასებს დაესწრებიან.