თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების შემოწმება გრძელდება. მედიკოსები იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს ამოწმებენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. გუშინ ღამით დოჰა-თბილისის რეისზე მყოფი ჩინეთის ორი მოქალაქე შეამოწმეს, რომელთაც, ექიმის განცხადებით, ვირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.
მედიკოსთა ჯგუფი დისტანციური თერმომეტრის საშუალებით თერმოსკრინინგს ატარებს. ასევე, სპეციალური ბუკლეტები რიგდება, რომელზეც კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი რეკომენდაციებია დატანილი.