თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების შემოწმება გრძელდება. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აქტიური საინფორმაციო კამპანია და სპეციალური ღონისძიებები მიმდინარეობს. სპეციალისტების ჯგუფი დისტანციური თერმომეტრებით და გასაუბრებით ამოწმებენ თბილისში ჩამოსულებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს საყურადღებო სიმპტომები აღმოაჩნდება, მათ სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
შეგახსენებთ, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა.