ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის კინოსაარქივო ორგანიზაციები.
ფესტივალი გიორგი შენგელაიას ფილმით „ალავერდობით“ გაიხსნა. მაყურებელმა იხილა ფილმის პირვანდელი ვერსია, რომელიც ეროვნულ არქივს რამდენიმე თვის წინათ გადაეცა. კინოფესტივალი 20 სექტემბერს დაიხურება.