„ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ – ასე ჰქვია ქალთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში იმართება. მსგავსი ღონისძიება რეგიონში პირველად ტარდება. ის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალებს აერთიანებს. პოლიტიკის, დიპლომატიის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, ბიზნესის, მედიის, სპორტის, ქველმოქმედებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე ქალებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს კონფლიქტების ტრაგედია.