შერბილებული რიტორიკა მოსკოვიდან – სურვილის შემთხვევაში, რუსეთის პირველი დიპლომატი საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად მზად არის. თუმცა საკუთარი პირობით, რომელიც დასავლეთთან ჩვენი ქვეყნის სამომავლო კავშირებს ეხება. ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტაზე ლავროვი მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს და მთავარ მიზეზად 2019 წლის ივნისში გავრილოვის გარშემო განვითარებულ ცნობილ მოვლენებს ასახელებს.
ბოლო პერიოდში ოფიციალური განცხადებების შერბილების მიუხედავად, ყველა ასეთი გზავნილი ოფიციალური თბილისისთვის ფუჭია ოკუპაციის ფონზე. საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთთან ურთიერთობის მეტ-ნაკლებად ნორმალიზების გზა, პირველ რიგში, საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების შეწყვეტაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე გადის.
რა იყო მთავარი აქცენტები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებაში და როგორია თბილისის პასუხი.