სადავო კანონი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები – ამ თემებზე საუბრით დაიწყო თბილისის მთავრობის სხდომა კახა კალაძემ. მერის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მიზანი ქვეყნის სტაბილურობა და გამჭვირვალობაა. კახა კალაძემ ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტიც შეაფასა და მათი აქტივობა პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობად შეაფასა.