თბილისის მთავრობის სხდომა

თაბუკაშვილის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. შენობა, რომლის განახლებაცაა დაგეგმილი, მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული და ის ცოტა ხნის წინ ხანძრის შედეგად უფრო მეტად დაზიანდა.

დღესვე მერმა სატრანსპორტო რეფორმაზეც ისაუბრა. მომავალი წლიდან თბილისში ეტაპობრივად 160 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.